English / ქართული / русский /
ქრისტინე ომაძე
თანამედროვე დაკრედიტების ზოგიერთი ასპექტი და მათი გავლენა მწვანე ეკონომიკაზე იპოთეკური და სახელმწიფო დაკრედიტების პირობებში

ანოტაცია. ჩვენი კვლევა მიზნად ისახავს თანამედროვე საკრედიტო ურთიერთობის აღწერას და მათი ზეგავლენის (ტრენდის) ასახვას საზოგადოებისათვის მეტად საინტერესო თემაზე - ეკოლოგიური გარემოს განმტკიცებასა და მწვანე ეკონომიკის სრულყოფისაკენ. ამ მხრივ აღწერილია კრედიტის ყველაზე მოთხოვნილი სახეობა - იპოთეკური სესხი, რომლის გრძელვადიანობა და სასურველი საპროცენტო განაკვეთი განაპირობებს მასზე მზარდ მოთხოვნას. ეს კი განსაზღვრავს თანამედროვე საკრედიტო პოლიტიკას და საზოგადოების განწყობას კომფორტისა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს მიმართ. ამასთანავე, აღწერილია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაკრედიტების თანამედროვე სისტემა, როგორც საფინანსო ნაკადების ერთობლიობა, დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნა, იცხოვროს მწვანე ეკონომიკისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს პირობებში. 

საკვანძო სიტყვები: კრედიტი, იპოთეკა, საკრედიტო ურთიერთობები, საფინანსო სისტემა, მწვანე ეკონომიკა. 

* * *

თანამედროვე მსოფლიოში ფინანსური სისტემის ფუნქციონირების რეალიზაციის გაბატონებულ მექანიზმს წარმოადგენს საფინანსო ბაზარი, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა საკრედიტო ბაზარი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბაზარი არის სოციალურ-ეკონომიკური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს მყიდველთა და გამყიდველთა კონტაქტში შესვლას და გარიგების განხორციელებას (Л. С. Тарасевич, П. И. Гредянинков. А. И. Леусский. 2003. 301).

მკვლევარები, ყველაზე ხშირად საუბრობენ რა საფინანსო ბაზარზე, განიხილავენ ფულის ბაზარს, სასესხო კაპიტალის ბაზარს, საკრედიტო და ფასიანი ქაღალდების ბაზარს, რომელთა საზღვრებმა ბოლო პერიოდში  ფართო ტრანსფორმაცია განიცადა. ყველაზე ტიპური თვალთახედვა შესაძლებელია დავაჯგუფოთ შემდეგნაირად: ფულადი ბაზარი ყველაზე ხშირად ასოცირდება საფინანსო ინსტრუმენტების ბაზართან მოკლევადიანი პერიოდით, ჩვეულებრივ ერთ წლამდე ვადით. ხოლო, სასესხო კაპიტალის ბაზარი აღიქმება, გრძელვადიანი ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრად, ავტორთა მთელი რიგი კატეგორია მასში მოიაზრებს ფასიანი ქაღალდების ბაზარსაც  (И. Н. Еремеевы. 2004:  67).

ამავე დროს, ეკონომისტთა გარკვეული კატეგორია ფასიანი ქაღალდების ბაზრის ქვეშ გულისხმობს საკრედიტო ურთიერთობებს. იგი ხორციელდება ფასიანი ქაღალდების საშუალებით, რომელიც უფრო რეალობასთან მიახლოვებული განსაზღვრებაა. რუს მეცნიერ- ეკონომისტთა გარკვეული კატეგორია აიგივებს „სასესხო კაპიტალის ბაზარს“ და „საკრედიტო ბაზარის ცნებებს“ (Авдеенко Т. В. 2004:  16). ფუნქციონალური განსხვავებების და ძირითადი ნიშან-თვისებების შედარებების საფუძველზე შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ საერთო და განმასხვავებელი ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომელიც დამახასიათებელია აღნიშნული ფინანსური ბაზრებისთვის (იხ. ცხრილი1).

ცხრილი 1

ფინანსური ბაზრების ძირითადი სეგმენტების დახასიათება

 

ბაზარი

ფულადი ბაზარი

სასესხო კაპიატლის ბაზარი

კრედიტების მეორადი ბაზარი

ფასიანი ქაღალდების ბაზარი

1

2

3

4

5

ეკონომიკური არსი

საბრუნავ კაპიტალზე მოთხოვნილების დაკმაყოფილება

სასესხო კაპიტალის მოძრაობის მომსახურება და ზრდა.

გაცემული სესხების რეფინანსირება მიწოდების გადიდებისთვის

ფონდების მოძრაობის მიმართულება

მოთხოვნა- მიწოდების ობიექტი

გადასახდელი სახსრები

ოპტიმალური ღირებულება

სეკიურიტი-ზირებული აქტივები და კრედიტები

ფასიანი ქაღალდები

ფასი

ჩვეულებრივ არ აღემატება ინფლაციის ტემპს

ჩვეულებრივ რეფინანსირების განაკვეთზე მაღლა

განისაზღვრება ვაჭრობის პროცესში

განისაზღვრება ვაჭრობის პროცესში

ვადა

ერთ წლამდე

ერთ წელზე ზემოთ

ერთ წელზე ზემოთ

განისაზღვრება გამოშვების პირობებით

საკუთრების უფლება

გადაეცემა მყიდველს

ინარჩუნებს კრედიტორი

გადაეცემა მყიდველს

რჩება ემიტენტთან

წყარო: ცხრილი შედგენილია ავტორის მიერ. 

საკრედიტო ბაზარი თავის ფუნქციებს ასრულებს საკრედიტო ურთიერთობის საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს დაკრედიტების სპეციფიკურ ფორმებს, სახეებსა და მეთოდებს. საკრედიტო ურთიერთობათა ფუნქციონირება გარკვეული ხარისხით კავშირშია საფინანსო ბაზრის ყველა სეგმენტთან. შესაბამისად საკრედიტო ბაზარი შესაძლებელია განვიხილოთ როგორც ტრადიციული კვანძი სასესხო კაპიტალისა, სადაც მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება ფულადი კრედიტი და საკრედიტო ხელშეკრულება. საკრედიტო ბაზრის სივრცე მოიცავს სასესხო კაპიტალს,  რომელიც თავისში აერთიანებს ანაბრებისა და დეპოზიტების ბაზარს, კრედიტების მეორად ბაზარს და ნაწილობრივ ფულად და საფონდო ბაზრებს.

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკისთვის დამახასიათებელია კრედიტის ფულადი ფორმა, რადგან ფული წარმოადგენს საყოველთაო ეკვივალენტს, მიმოქცევისა და გადახდის უნივერსალურ საშუალებას. კრედიტის ფულადი ფორმის გარეშე ქვეყანაში ნებისმიერი სამეწარმეო ფორმის ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა.

თანამედროვე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებში დომინირებს კრედიტის შერეული ფულად-საკრედიტო ფორმა, ქვეყნის შიგნით საქონლის რეალიზაციისას ფართოდ გამოიყენება საქონლის ნისიად გაყიდვა და მისი ღირებულების კრედიტის ფულადი ფორმით დაბრუნება. ქვეყნებს შორის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებში საექსპორტო საქონლის ღირებულების ანაზღაურება წარმოებს კრედიტის ფულადი ფორმით.

საბაზრო ურთიერთობის პირობებში განასხვავებენ კომერციულ, საბანკო, სახელმწიფო, სამომხმარებლო და საერთაშორისო კრედიტის ფორმებს.

დღეისათვის, მწვანე ეკონომიკისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების მოთხოვნიდან გამომდინარე, როგორც საკრედიტო ბაზრის მომსახურების ანალიზი გვიჩვენებს, დაკრედიტების პერსპექტიულ სეგმენტებს განეკუთვნება:

  • ეკონომიკის არასაფინანსო სექტორის საკრედიტო ბაზარი;
  • ტექნიკური საშუალებების და ტექნოლოგიური მოწყობილობების ლიზინგი;
  • საფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო ბაზრები;
  • სამომხმარებლო კრედიტების ბაზრები;
  • სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრები (მ.შ. სახელმწიფო, მუნიციპალური და კორპორაციული ობლიგაციები, თამასუქები, სეკიურიტიზებული და სტრუქტურირებული ვალდებულებები).

თანამედროვე ეტაპზე ნებისმიერი კრედიტისთვის არსებით მახასიათებელს მისი უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ფართო გავრცელება პოვა პრობლემურ კრედიტებზე მომუშავე ორგანიზაციებმა. ყველა კრედიტი უზრუნველყოფის ხასიათის მიხედვით შესაძლებელია დავყოთ:

  • არაუზრუნველყოფილ კრედიტებად (ხასიათდება მაღალი რისკით და გამართლებულად ითვლება მაღალი საკრედიტო რეიტინგის პირობებში);
  • უზრუნველყოფილი კრდიტებად (ხასიათდება შემცირებული რისკით, გირაოს ღირებულება განისაზღვრება კრედიტის თანხის თანაფარდობით ქონების საბაზრო ღირებულებასთან).

დაკრედიტების პრაქტიკაში უზრუნველყოფის სახით გამოიყენება: ობლიგაციები, აქციები, მარტივი თამასუქები, კომერციული აქცეპტები, საბანკო აქცეპტები, კონოსამენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატები, საგირავნო უძრავი ქონება, საგირავნო მოძრავი ქონება, დებეტორული  დავალიანება, მიმოქცევაში მყოფი სადაზღვევო პოლისი და ა.შ. განვითარებულ საკრედიტო ბაზრებზე უზრუნველყოფა განიხილება, როგორც დამატებითი ვალდებულება (collateral), როგორც გირაო ანუ გარანტია (security). თვითუზრუნველყოფა არ მიუთითებს კრედიტის მაღალ ხარისხზე არაუზრუნველყოფილ სესხთან შედარებით, მიღებული პრაქტიკის თანახმად, მისი რაოდენობა აღემატება სესხის მაქსიმალურ ლიმიტს, რომელიც შეიძლება გაიცეს ერთ მსესხებელზე. საზღვარგარეთულ ბაზრებზე საკრედიტო და საგირავნო ურთიერთობათა ყველა სტადიაზე მონაწილეთა უფლებების დაცვის (უზრუნველყოფის) მიზნით ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის გირაო, მათ შორის, განახლებადი გირაო (rollover mortgage), მეორადი გირაო (second mortgage) (საბანკო კრედიტები გაიცემა პირველი გირავნობის ქვეშ, გამონაკლისი ენიჭებათ აშშ - ის მთელი რიგი შტატების კანონმდებლობით ადგილობრივ ბანკებს, სატრასტო კომპანიებს და ვალების გამო დაპატიმრების შემთხვევაში, როდესაც ბანკს ენიჭება უფლება გამოისყიდონ წინა ვალდებულებები).

სპეციალური საკრედიტო ინსტიტუტების ფუნქციები, მათი ოპერაციების სახეები, მოცულობა, ადგილი და როლი ქვეყნის ეკონომიკაში სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებადია. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში სპეციალურ საკრედიტო ინსტიტუტებს არაერთგვაროვანი ფუნქციები და როლი გააჩნია. დღეისათვის ქვეყნების უმრავლესობაში ფუნქციონირებს შემდეგი სახის საკრედიტო დაწესებულებები:

  • იპოთეკური ბანკები;
  • საინვესტიციო ბანკები და საინვესტიციო კომპანიები;
  • ურთიერთშემნახველი ბანკები, სასესხო - შემნახველი ასოციაციები.

იპოთეკური ბანკის ტიპური მაგალითია საქარველოში 1875 წელს დაფუძნებული თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი, რომელსაც 30 წლის განმავლობაში სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე (ი. ასათიანი, 1994: 26.). „ბანკი მოქმედებდა თბილისის გუბერნიის ფარგლებში და სასესხო ოპერაციებს აწარმოებდა როგორც ნაღდი ფულით, ისე საკრედიტო ნიშნებით, ანუ გირავნობის ფარგლებში. სესხი გაიცემოდა გრძელვადიანი 43 წლითა და 6 თვით სოფლის მამულებისათვის, ხოლო 27 წლით და 6 თვით ქალაქის უძრავი ქონებისათვის. მოკლევადიანი სესხი გაიცემოდა 1 წლიდან 3 წლამდე, ნაღდი ფულით. უძრავი ქონების გირავნობით, წლიური მოგებიდან, რომელიც ყველა ხარჯისა და ზარალის შემდეგ რჩებოდა“.

როგორც წესი, იპოთეკური ბანკები სესხებს გასცემენ უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთის, შენობის და სხვა გირაოთი. მსესხებლები უმთავრესად არიან ფერმერები და წვრილი გლეხური მეურნეობები. იპოთეკური კრედიტის საფუძველია მიწაზე კერძო საკუთრება და, კომერციული კრედიტისაგან განსხვავებით, იპოთეკური კრედიტი გრძელვადიანია. თანამედროვე ეტაპზე გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, მწვანე ეკონომიკის საკითხებს. ამ მხრივ, იპოთეკური ბანკების სპეციფიკური საქმიანობა განაპირობებს მათი პასიური და აქტიური ოპერაციების ფორმირებას, რომლებიც არსებითად განსხვადება კომერციული, შემნახველი და საინვესტიციო ბანკების ოპერაციებისგან (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2

სახელმწიფო და კერძო იპოთეკური ბანკების ბალანსის

მოდელი

                       პასივები

                  აქტივები

1. კომუნალური ობლიგაციები

1. ნაღდი ფული და ანგარიშები საკრედიტო დაწესებულებებში

2. გრძელვადიანი სესხები

2. გრძელვადიანი სესხები

3. გარდამავალი კრედიტები

3. ფასიანი ქაღალდები

4. საკუთარი სახსრები

4. გარდამავალი კრედიტები

5. სხვა პასივები

5. სხვა აქტივები

Деньги, кредит, Банки., под ред. В. Ф. Жукова.2008: 385. 

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა დაკრედიტების ტექნიკაში. უწინ ბანკები კრედიტებს გასცემდნენ იპოთეკის ქვეშ, გირავნობის რეალიზაციის მომენტამდე, ანუ საკუთარი სახსრების ხარჯზე. დღეისათვის ბანკების მიერ საავანსო დაკრედიტება არ ხორციელდება, ამიტომ ისინი კრედიტს გასცემენ გირავნობის ემისიის რეალიზაციიდან მიღებული სახსრების საფუძველზე. ამასთან ერთად, მთელ რიგ ქვეყნებში იპოთეკური ბანკების პასიურ ოპერაციებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახელმწიფო სახსრები, რომელიც ბალანსში ასახულია მუხლში „გარდამავალი კრედიტები“.

ბოლო წლებში იპოთეკურ, კომერციულ და სხვა საკრედიტო ინსტიტუტებს შორის გამწვავებული კონკურენციის პირობებში ფულადი რესურსების მიზიდვის მიზნით, იპოთეკური ბანკები ხშირად მიმართავენ არატრადიციულ ოპერაციებს საკუთარი შე­მო­სავ­ლე­ბის გასაზრდელად, რომელიც გამოხატულებას პოულობს ფიზიკური პირების ანაბრების მოზიდვაში.

განსაკუთრებული ყურადღებაა მიქცეული მწვანე ეკონომიკასა და ეკოლოგიურად სუფთა გარემო პირობებზე და საამისოდ ბანკები საკუთრ სახსრებს განათავსებენ ფასიან ქაღალდებში, ახორციელებენ ლიზინგურ და ფაქტორინგულ ოპერაციებს. იპოთეკური ბანკები ცდილობენ გააფართოვონ საკუთარი ოპერაციები დივერსიფიკაციის გზით, რადგან მათი თანამედროვე მდგომარეობა მჭიდრო კავშირშია ეკონომიკური კონიუნქტურის ცვლილებებთან, რასაც მწვანე ეკონომიკა განაპირობებს. დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკაში უმნიშვნელო ჩავარდნები, განსაკუთრებით მშენებლობასა და სოფლის მეურნეობაში, ნეგატიურად აისახება იპოთეკური ბანკების მდგომარეობაზე, რადგან იზრდება ვალის დაუბრუნებლობის ალბათობის რისკი.

საქართველოში დღეისათვის სახეზე გვაქვს ორი საინვესტიციო ფონდი, რომლებიც ახორციელებენ ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგების დაფინანსებას (ინვესტირებას). სს „საპარტნიორო ფონდი“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნდა 2011 წელს. „საპარტნიორო ფონდი“ შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე, ფონდის მთავარი დანიშნულებაა ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.) „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:

  1. აქტივების მართვა - ფონდის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2012 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან:

- საქართველოს რკინიგზა - 100% წილი.

- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი.

- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი.

- ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი.

- სს „თელასი“ – 24,5% წილი.

2. საინვესტიციო საქმიანობა - ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 1 მლრდ აშშ დოლარს (www.fund.ge). ფონდი უფლებამოსილია, განახორციელოს ინვესტირება მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია კერძო ინვესტიციების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, აგრობიზნესი, წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა.

საქართველოში ასევე ფუნქციონირებს მეორე „თანაინვესტირების ფონდი“ (GCF) (www.gefund.ge), რომელიც დაფუძნდა 2013 წლის ნოემბერში და წარმოადგენს კერძო საინვესტიციო ფონდს. აღნიშნული სააქციო ფონდის მიზანს წარმოადგენს ფონდში თავმოყრილი ქონების 80%-ის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სფეროებში (ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა) ინვესტირების განხორციელება. 

დასკვნა

ამრიგად, სპეციალური საბანკო და არასაბანკო საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის გაცნობა-გაანალიზებამ დაგვანახა, რომ ისინი თანამედროვე განვითარებულ ქვეყნებში საკრედიტო ბაზრის აქტიური სტრუქტურული ელემენტები არიან და მნიშვნელოვნად განაპირობებენ საკრედიტო ბაზრების ინსტიტუციური სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მათ გამართულ ფუნქციონირებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციაში, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისების პერიოდში. ამასთანავე, საქართველოში მოქმედი დაფინანსების მეთოდოლოგია საჭიროებს შემდგომ კვლევას, რადგან მწვანე ეკონომიკისა და ეკოლოგიურად სუფთა გარემო პირობების შექმნა გაიგივებულია ცხოვრების მაღალ სტანდარტსა და კომფორტთან. ამ მხრივ კი ეს პროდუქტი უფრო შეძლებულ ფენაზეა ორიენტირებული და მისი პოპულარიზაცია და ფართო დანერგვა საკრედიტო პოლიტიკაში მომავლის საქმეა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. Market Foundation for Sustainable Economy Growth and Energy Policy (Georgian Case),Author: Aslanishvili, David, Source: Modern Economy, Volume: 7, Issue: 3, Pages: 314-319, Published: 20 March 2016, DOI: 10.4236/me.2016.73034
  2. Origins and the Reasons of Monetary Crises in Georgia (1995-2016)
    Author:Aslanishvili, David; Omadze, Kristine , Source: Modern Economy, Volume: 7 Issue: 11, Pages: 1232-1250, Published: September 27, 2016, DOI: 10.4236/me.2016.711119
  3. Analyse of the past Industrial Revolutions and possible outcome of the coming new fourth Industrial Revolution (Industry 4.0),Author: Aslanishvili, David; Muller, Dietrich; Omadze, Kristine, Conference: International Scientific-Practical Conference Dedicated to the Foundation of the Institute  Innovative Economy and Problems of Its Formation in Post-Communist Countries.  Pages: 100-106, Year: 2016
  4. Monetary Crises in Georgia – 1995 – 2016, Author: Aslanishvili, David; Omadze, Kristine, Source: Ekonomisti, Volume: 8, Issue: 1,  Pages: 89-108, Published: 2016
  5. Ricardo equivalent, the origin of state debt, its meaning and practical purposeAuthor: Aslanishvili, David, Conference: Modern Tendencies of Development of Economy and Economic Science, Pages: 18-22, Year: 2018
  6. Banking Oligopoly Currency issue and Refinancing loans – the main Problems at Monetary policy in Georgia (2013 -2017),Author: Aslanishvili, David, Conference: Modern Tendencies of Development of Economy and Economic Science, Pages: 361-367, Year: 2018
  7. Georgia's external debt structure and the challenges of the current situation Author: Aslanishvili, David; Omadze, Kristine, Conference: International Scientific Conference Dedicated to the 65th birth anniversary of Professor George Tsereteli Structural and Innovative Problems of Economic Development, Pages: 25-28, Year: 23-24 June, 2017,
  8. Georgia State Debts as Securitization Example (Expanded summary) 
    Author: Aslanishvili, David, Source: Ekonomisti, Issue: 2, Pages: 90-94, Published: 2018
  9. International Discussions on Bank Credit and Economic Growth Relationship (Expanded Summary), Author(s): Aslanishvili, David; Omadze, Kristine, Source: Ekonomisti, Issue: 2, Pages: 62-74, Published: 2018
  10. Place and importance of the government securities market in the European Union: recent trends and discussions (Expanded Summary), Author: Aslanishvili, David, Source: International Scientific-Analytical Journal EKONOMISTI, Issue: 5, Pages:  12-14, Published: 2015
  11. Economic Growth and Energy Security (Expanded Summary)
    Author: Aslanishvili, David, Source: Tbilisi State University - Refereed and Reviewed International Scientific and Practical Journal of the Faculty of Economics and Business, ECONOMICS AND BUSINESS ISSN 1987-5789, Volume: 8, Issue: 4, Pages:  178-183 Published: 2015
  12. FEDERAL REPUBLIC OF GERMANY STATE SECURITIES MARKET: EXPERIENCE FOR GEORGIA (Expanded Summary), Author: Aslanishvili, David, Source: PROCEEDINGS OF SCIENTIFIC WORKS OF PAATA GUGUSHVILI INSTITUTE OF ECONOMICS OF TSU, Volume: 8, Pages: 385-390, Published: 2014
  13. Обзор Мирового Рынка Государственных Ценных Бумаг и их структура(Expanded Summary), Author: Aslanishvili, David, Source: STATE UNIVERSITY OF MOLDOVA, FACULTY OF ECONOMIC SCIENCES, the 9th International Scientific Conference, Conference: Policies and mechanisms of innovation and development of economic, financial and social processes at national and international level, Pages: 219-220, Published: 2014
  14. The Stock Market in Georgia: The Current Reality and an Uncertain Future (Expanded Summary), Author: Aslanishvili, David, Source: TSU SCIENCE Scientific-Popular Journal, Tbilisi State University Publishing House, Issue: 6, Pages: 39-40. Published: 2014
  15. CAUSES OF CURRENT ECONOMIC CRISIS OF EUROPEAN UNION COUNTRIES (Expanded Summary), Author: Aslanishvili, David; Source: PROCEEDINGS OF SCIENTIFIC WORKS OF PAATA GUGUSHVILI INSTITUTE OF ECONOMICS OF TSU, Volume: 5, Pages: 298-305, Published: 2012 
  16. Stock Market in Georgia: Present Reality and Prospective (Expanded Summary), Author: Aslanishvili, David, Source: International Scientific-Analytical Journal Ekonomisti, PUBLISHING HOUSE OF PAATA GUGUSHVILI INSTITUTE OF ECONOMICS OF TSU, Volume: 3, Pages: 83-96, Published: 2014
  17. STATE SECURITIES MARKET IN GEORGIA, ITS FUNCTIONING, HISTORY AND LESSONS SUMMARY (Expanded Summary), Author: Aslanishvili, David, Conference: Proceedings of Materials of International Scientific-Practical Conference NATIONAL ECONOMIES AND GLOBALIZATION Source: PUBLISHING HOUSE OF PAATA GUGUSHVILI INSTITUTE OF ECONOMICS OF IVANE JAVAKHISHVILI TBILISI STATE UNIVERSITY, Volume: 2, Issue: 1, Pages: 328-334, Published: 2012
  18. US STATE SECURITIES MARKET: PAST, PRESENT AND FUTURE AS THE LESSON FOR GEORGIA (Expanded Summary) Author: Aslanishvili, David, Source: Materials of reports made at the international scientific-practical conference held at Paata Gugushvili Institute of Economics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University in 2014, Volume: 1, Pages: 488-491, Published: 2014